ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გრძელდება. კინოფორუმის მეორე დღე დიმიტრი ცინცაძის შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ფილმით - "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე"-თი გაიხსნა, საღამოს კი ფორუმის სტუმრებმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის - უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევარი - "უარყოფითი რიცხვები" იხილეს.
ფილმების ნახვის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა კითხვა-პასუხის რეჟიმში გასაუბრებოდა შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს. ქართული კინოს ფორუმის სახელწოდებაა - "ნახე პირველად ბაკურიანში" და იგი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს.
"ჩვენ გვინდა, რომ მომავალი წელი კინო მემკვიდრეობის წლად გამოვაცხადოთ და საქართველოში მაქსიმალურად გვინდა ჩამოვიტანოთ ოციან წლებში გაკეთებული უხმო ფილმები,"- ამბობს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე.