ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული შესაძლოა ახალი კადრების გამოჩენის შემდეგ, თავდაყირა დადგეს და საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ლევან ძნელაძეს ბრალი წაუყენონ.
ყიოფშიძის ქუჩის გარჩევის დროს დაჭრილი ძნელაძე ამ დრომდე კვლავ საავადმყოფოში იმყოფება.
ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, 2-3 დღეეში უკვე გაეწერება,“ - განმარტა ექიმმა.
რაც შეეხება საქმის შესაძლო გადაკვალიფიცირებას.
"ნათლად ჩანს, რომ ყიფშიძის საქმეზე დაზარალებული პირი რეალურად პირველია, ვინც ცინცაძე გივიკოს, დავით დვალს და კიდევ ერთ ბრალდებულს თავად ცინცაძეს. შეხვედრაზე სასაუბროდ მისული არის უკანონოდ ნატარები ცეცხლსასროლი იარაღით. დღემდე ამ ხალხს წაუყენეს სსკ-ის 19-109 მუხლები, თუმცა რეალურად, დაზარალებული ცდილობს მიაყენოს განზრახ დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით ცინცაძეს. დვალსა და ჯაშს. მეტსაც გეტყვით, რაც ჯერჯერობით არავინ არ იცის, თავად დაზარალებული არც კი დაკითხულა, მეტიც, მან განუცხადა შსს თანამსრომლებს, რომ ჩვენებას სასამართლოში მისცემდა და დღემდე შსს არც კი მიუმართია პირის დასაკითხად წარდგერნაზე,“ - აღნიშნა საქმეში ბრალდებულის გივი ცინცაძის ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა.