18 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
დაპირისპირება ყიფშიძეზე - ლევან ძნელაძე ბრალის წარდგენის შემდეგ, ისევ კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპიებისას დაჭრილი ლევან ძნელაძე ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. ძნელაძეს, რომელიც თავდაპირველად დაზარალებულად ითვლებოდა, გუშინ კლინიკიდან გაწერისას ბრალი წაუყენეს და დააკავეს.

ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის ამ დრომდე ღუდუშაურის სახლეობის კლინიკაში მკურნალობს.

"მას ორი მუხლით წარუდგენენ ბრალს, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, გარდა ამისა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც არის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი. ბრალის წარდგენასთან ერთად ჩვენ გადმოგვცემენ მასალებს მტკიცებულებების სახით და ამის შემდგომ უფრო მეტის თქმა შემეძლება," - აღნიშნა გელა ნიკოლიაშვილმა.

უწყება ძნელაძეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულები არიან დავით ჯაში და ზაზა ცინცაძე.

დღის ამბები