17 სექტემბერი 2026,   10:53
ვრცლად
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 30 წლისაა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 30 წლისაა. კლინიკა იუბილეს ახალი სტატუსით, გაფართოებული სამედიცინო სერვისებითა და საერთაშორისო აღიარებით შეხვდა.

მისი ისტორია 1996 წლის 16 სექტემბერს, ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის თანდაყოლილი მანკების ქვეყანაში პირველი სპეციალიზებული ცენტრის გახსნით დაიწყო.

დღეს ჰოსპიტალი 120-საწოლიანი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა. საიუბილეო თარიღი ჯო ენის კლინიკას ჯანდაცვის მინისტრმა მიულოცა.

დღის ამბები