სახელმწიფოს ას პროცენტიანი დაფინანსება, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ახალი შესაძლებლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის - "გეო-გლობალ აკადემიამ" ბოლნისში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახსნა.
ახალ ფილიალში სწავლა 4 პრიორიტეტულ მიმართულებაზეა შესაძლებელი. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს სასწავლებელი ქართული ენის გაძლიერებულ, უფასო კურსებსაც სთავაზობს.