დეპუტატ ჯიშკარიანის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დღეს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა ვასილ მამულაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც მარიამ კუბლაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არაეთიკური უწოდა.
"დაცვის განხორციელების პროცესში რამდენად იყო პროფესიული ეთიკის ნორმები დაცული და ხომ არ ვლინდება ისეთი ქმედებები, რომელიც ერთის მხრივ მის პროფესიულ რეპუტაციაზე ახდენს გავლენას, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ეს ჩვენც ხომ არ გვეხება შემთხვევით,"- განაცხადა მამულაშვილმა.
კუბლაშვილმა აღნიშნულ განცხადებას არასერიოზული უწოდა:
"ამ ადამიანებს უნდათ ცნობადები გახდნენ ჩემი სახელის ხსენებით, მე უკვე მივმართე მაგათზე ეთიკის კომისიას და მიიღებენ პასუხს,"- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.