22 დეკემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ფონიჭალასა და სართიჭალაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფელ სართიჭალაში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 11 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და 20 970 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მიმდინარე წელს სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 26,2 კილოგრამი "ჰეროინი", 2 კილოგრამი "კოკაინი", 13700 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 23,1 კილოგრამი "მდმა" 9,8 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კგ და 600 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სულ დაკავებულია 113 პირი.

დღის ამბები