გენერალურმა პროკურატურამ სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდებული, საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის საქმის მასალების წვდომაზე ომბუდსმენის უარი უთხრა.
უწყების განმარტებით, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის აღნიშნული საქმის გაცნობას.
ამასთან, პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა.