18 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ბათუმის ნავსადგურში NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო თურქული და იტალიური ხომალდები შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო თურქული და იტალიური ხომალდები შემოვიდა. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სწავლებები საქართველოს სანაპირო დაცვის მონაწილეობით. ბათუმის ნავსადგურში სამხედრო ხომალდების პირად შემადგენლობას საზეიომო დახვედრა მოუწყეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ნატოს საზღვაო შენაერთების ვიზიტი შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხებში საქართველისთან მყარი ურთიერთობების დასტურია.

დღის ამბები