26 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ კიბერთავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოდის

კიბერშეტევის მსხვერპლი დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოც გახდა. აგრეთვე კიბერშეტევის მსხვერპლია აჭარის უმაღლესი საბჭოც.

აჭარაში  მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმა შესაძლოა მთავარი ოპონენტის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მხრიდან მოდიოდეს. შესაბამისად "ქართული ოცნების" აჭარის უმაღლეს საბჭო მოითხოვს, რომ ფაქტის გამოძიება უმოკლეს ვადაში მოხდეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებითმ მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ რეალურად საქართველოში ვერ დაბრუნდება და მისი თქმით, განიზრახა ვირტუალურად დაბრუნებულიყო.

ვლადიმერ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ  ეს დაბრუნდება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევით მოხდა. მისი თქმით ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ სააკაშვილის გეგმები არის ვირტუალური და ყოველგვარ კანონდარღვევას ეფუძნება.

დღის ამბები