დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემური საკითხები – ეს იქნება ის მთავარი თემა, რაზეც პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე, საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარესთან ისაუბრებენ. შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართება.
დეპუტატი ეკა ბესელია დაინტერესებულია, რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომისია აზერბაიჯანულ მხარესთან და რა შეიცვალა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ, ასევე არსებობს თუ არა სამოქმედო გეგმა, რადგან მისი თქმით, გარეჯის თემა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია.