საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმას გავლენიანი ამერიკული გამოცემა "ვოშინგტონ პოსტი" ეხმიანება.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოში 2008 წლის შემდეგ მსგავსი მასშტაბის ჰაკერული თავდასხმა არ მომხდარა.
"ჰაკერული შეტევა 2 ათასამდე ვებგვერდზე მოხდა და გამორიცხული არაა თავდასხმის უკან რუსეთი იდგეს," - წერია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, მომხდარმა ცხადყო, რომ საქართველოს სუსტი კიბერუსაფრთხოება აქვს.