18 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ნათია თურნავა ზესტაფონში გაზიფიცირების პროცესს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ზესტაფონში გაზიფიცირების პროეცესს გაეცნო. ნათია თურნავა გუბერნატორთან და მერთან ერთად სოფელ ზემო კლეეთსა და ტაბაკინში იმყოფებოდა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა სოფლის გაზიფიცირება, რაც ადგილობრივებს სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. მინისტრი ასევე ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემები მოისმინა.

"საქართველოს მასშტაბით ინტენსიურ გაზიფიცირებას ვაგრძელებთ, სამწლიანი გეგმის ფარგლებში დამტკიცებული იყო 226 სოფლის გაზიფიცირება, მოვახერხეთ და 330-მდე გავზარდეთ, იმერთში 60 სოფელია. გაზი არაა მარტო პირველადი მოხმარებისთვის, ის აუცულებელია მცირე ბიზნესის განვითარებისთვის," - განაცხადა თურნავამ.

დღის ამბები