09 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
"სააკაშვილი შეიშალა და იფიქრა, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია", - ლავროვი 2008 წლის ომზე

სერგეი ლავროვმა საქართველო–რუსეთის ომის მიზეზად კიდევ ერთხელ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება დაასახელა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა სამი რადიო სადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორედ ჯორჯ ბუშისა და ნატოს მოკავშირეების გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები უნდა გახდნენ, მიხეილ სააკაშვილს თავბრუ დაახვია.

„2008 წლის აპრილში ჯორჯ ბუშმა, ანგელა მერკელთან, ნიკოლა სარკოზისთან და ნატოს სხვა ლიდერებთან ერთად ბუქარესტში ნატოს სამიტზე მიიღეს დოკუმენტი, სადაც წერია – საქართველო და უკრაინა იქნებიან ნატოს წევრები. ჩემი შეფასებით ამან არც თუ ისე უმნიშვნელო გავლენა მოახდინა იმაზე რომ სააკაშვილი შეიშალა და იფიქრა რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია. მითუმეტეს რომ ვიდრე ეს ყველაფერი დაიწყებოდა, თბილისში კონდოლიზა რაისი იმყოფებოდა. მე შევეკითხე მას რაზე ილაპარაკეს თბილისში და მან მითხრა რომ მოუწოდებდა სააკაშვილს პოლიტიკური მოგვარების იდეაზე ემუშავა,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა რუსეთის ნომერ პირველ საფრთხედ მის საზღვრებთან ნატოს და ამერიკული რაკეტ–საწინააღმდეგო სისტემის განლაგება დაასახელა. მან ვაშინგტონი უკრაინის კრიზისის პროვოცირებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამერიკელებმა ამგვარად რუსეთისა და ევროკავშირის დაახლოებას შეუშალეს ხელი. მისი თქმით, შეერთებული შტატების სტრატეგიული მიზანი, მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონებში ვაშინგტონზე დამოკიდებული ქვეყნების რიცხვის გაზრდა და ნატოს მნიშვნელობის შენარჩუნებაა.

დღის ამბები