ჭალადიდში ავტოავარიისას დაშავებული სატვირთოს მძღოლი გარდაიცვალა. მას პირველადი დახმარება ფოთის ჰოსპიტალში გაუწიეს. დაშავებული მოგვიანებით ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის დროს გარდაიცვალა.
მძიმეწონიანი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
დაშავებული მძღოლის დაზიანებული სატვირთოდან ამოყვანა მაშველებმა 4 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.