18 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად, მეუფე იოანე გამრეკელი დაინიშნა - მეუფე მიქაელი

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად, მეუფე იოანე გამრეკელი დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა გააკეთა. დღეს სინოდის სხდომაზე, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად  ორ კანდიდატურა, მეუფე იოანე გამრეკელი და მეუფე მელქისედეკი იყო დასახელებული. თეოლოგების ნაწილი ამბობდა, რომ სასულიერო პირთა უმრავლესობა მხარს მეუფე იოანე გამრეკელს დაუჭერდა, ვინაიდან ის პრორუსული ინტერესების გამტარებელია. 

აქვე, მეუფე მიქაელმა აღნიშნა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც მანამდე იყო წალკის ეპისკოპოსი. 

დღის ამბები