10 ივნისი 2026,   10:03
ვრცლად
თქვენ იქნებოდით იქ, სადაც გამუდმებით ცდილობენ გაგწიონ, გაგინონ, გაგლანძღონ და ა.შ. - ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსიდან "ნაციონალური მოძრაობის" გასვლის შესახებ

ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. მორიგი დაპირისპირების მიზეზი, ამჯერად ოპოზიციური ალიანსის დაშლაა.

ანი წითლიძის განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ალიანსი არ დაუტოვებია და "ფედერალისტების" ლიდერი ჩერგოლეიშვილი თავად ცდილობს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას.

"ჩერგოლეიშვილმა რაღაც პოსტი დადო და თქვა, "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ალიანსშიო. არ ვიცი ჩერგოლეიშვილი თუ არის მარტო ალიანსში, თუ ერთპიროვნული მმართველია და მაგან მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს ალიანსში - არ ვიცი.

ვიცი, რომ ალიანსში გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრითა და უმრავლესობით. არ გამიგია ალიანსის სხვა წარმომადგენლებისგან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მანდ არ არის.

როგორ გგონიათ, ანტიმიშას ალიანსში "ნაციონალური მოძრაობა" რაიმე ფორმით გააგრძელებს თანამშრომლობას?! თუ ასე გაგრძელდა, ეს ხომ რაღაც კონდიციამდე მივა. არ ვაპირებთ არაფრის დატოვებას, მაგრამ თქვენ იქნებოდით იქ, სადაც გამუდმებით ცდილობენ გაგწიონ, გაგინონ, გაგლანძღონ და ა.შ.

ვნახეთ თავდასხმები, ალიანსის 5 განცხადებიდან 4 იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის დაგმობაზე. შესაბამისად, პასუხი თავისდა უნებურად წამოვიდა მიშასგანაც. ცხადაია, რომ წამოვიდა "ნაციონალური მოძრაობისგანაც". მთავარი არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში, ოპოზიციურ ველზე მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არ მოუგია არავის. როგორ დაასრულეს თვითონ, ძალიან კარგად ვნახეთ", - განაცხადა ანა წითლიძემ გადაცემა "რეაქციაში" საუბრის დროს.

დღის ამბები