21 დეკემბერი 2024,   17:14
ვრცლად
"პატრიარქი არის პატრიარქი, რომელიც მხილებულია რაღაც-რაღაც ზნეობრივ გადაცდომებში" - იღუმენია თამარ გამყრელიძე

"საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქი, არის პატრიარქი საქართველოს ეკლესიის, რომელიც მხილებულია რაღაც - რაღაც ზნეობრივ გადაცდომებში," - ეს განცხადება "კურიერის" პირდაპირ ეთერში იღუმენია თამარ გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ვინ არის მისთვის საქართველოს პატრიარქი.

"საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქი არის პატრიარქი საქართველოს ეკლესიის, რომელიც მხილებულია რაღაც - რაღაც ზნეობრივ გადაცდომებში და მე პირადად ვისურვებდი, აქამდე არ მისულიყო ეს მდგომარეობა და შიგნით გამოსწორებულიყო, რასაც ცდილობდა წლების მანძილზე მეუფე პეტრე, მაგრამ ეს არ ინება სინოდმა, მეუფე პეტრემ პირად საუბრებში ვერ მოაგვარა ეს საკითხი, დღეს დააყენა საკითხი სინოდზე, რომ ეს პრობლემა როგორმე გადაწყვეტილიყო რჯულის კანონით მიხედვით და რა გითხრათ, სადღა უნდა წასულიყო მეუფე, ვის უნდა მიმართოს, რომ ეს პრობლემა გამოსწორდეს ეკლესიაში.

წახალისებულია ყველა ცოდვა ჩვენს ეკლესიაში, მრევლი ეკლესიაში აღარ დადის სირაქლემას როლში არის ამდენი ხანია მთელი სინოდი, ყველაფერი თავზე დაემხოთ. რამდენიმე მღვდელმთავრის გამოსვლას მოვუსმინე და ძალიან გულნატკენი ვარ, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სწაამთ ღმერთის არსებობის?"- განაცხადა იღუმენმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში

დღის ამბები