18 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდებულ დეკანოზს სავარაუდოდ, გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი "ციანიდის საქმეში" მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს, სავარაუდოდ, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალებს. ინფორმაცია მედიით ვრცელდება.

"პრაიმთაიმი" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი თანახმაა დააკმაყოფილოს სინოდის შუამდგომლობა გიორგი მამალაძის შეწყალებაზე და ერთ-ერთ თარიღად სწორედ 23 ნოემბერს განიხილავს. მანამდე კი მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი კრიტერიუმების შემუშავებასა და ე.წ. მორატორიუმის დასრულების ფორმაზე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს სინოდმა მიმართა.

დღის ამბები