10 სექტემბერი 2026,   23:40
ვრცლად
"ხორბლის ქურდულად დაწერება და წაღება უნდოდათ" - "კურიერმა" კახეთში მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები გაარკვია

კახეთში მომხდარი დაჭრის შესახებ "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია. დაკავებულის ძმის განცხადებით, სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილს, მისი ძმისთვის ხორბლის "ქურდულად დაწერება" უნდოდა, რისი საშუალებაც დაკავებულმა არ მისცა. პაატა მაჭარაშვილის თქმით, უარის მიღების შემდეგ, მის ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.

"ხორბლის ქურდულად დაწერება და წაღება უნდოდათ. შემოვიდნენ შიგნით ორი უცხო პიროვნება, მეპატრონე გალახეს, სცემეს, სასტიკად არის ნაცემი, რომ ნახავთ კადრებს, ნახავთ როგორ არის დაბლა დაცემული სხვა პიროვნება, რომელიც არის მოწმე. ის რომ არ შესწრებოდა, ფიზიკურად ცოცხალი აღარ იქნებოდა ახლა პაატა მაჭარაშვილი. ეს ყველაფერი როგორც კი მოხდა,მაშინვე პოლიციას დაურეკა, რომ აი ასეთი შემთხვევა მომიხდა ჩემს კუთვნილ საწყობში, სასაწყობო მეურნეობაში და მობრძანდით და ყველაფერი გაარკვიეთო, მოვიდა პოლიცია და დააკავეს,"- ამბობს "კურიერთან" დაკავებულის ძმა.

დღის ამბები