საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს დეკანოზი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია ეხმაურება. დეკანოზი ამბობს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში ვერ მოიძებნა, თუნდაც 50 ადამიანი ვინც მეუფე პეტრეს გვერდით დადგებოდა.
"ეპარქია პოლიტიკური თავშესაფარი გახადეს, ტაძარში სადაც მეუფე მსახურობდა მრევლი ლოცვებზე არ დადიოდა, ადამიანი განკვეთეს და ეპარქიაში 50 ადამიანი ვერ მოიძებნა, რომ მის გვერდით დამდგარიყო, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი იმ რაიონში არავის არ უყვარს, მე იმ რაიონში დავიბადე და გავიზარდე, ტაძრის და ეპარქიის აშენება არ ნიშნავს, რომ ადამიანის სულებს აშენებ,"- ამბობს მამა შალვა კეკელია.