თანამდებობის ცვლილების მიუხედავად პრაღის ფორმატში რუსეთის წარმომადგენლად გრიგორი კარასინის დარჩენას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ეხმაურება. ბარამიძის თქმით, არავინ უარყოფს, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმას, რომ მოლაპარაკებებზე საქართველო რუსეთთან მარტო არ უნდა იყოს, კარასინი-აბაშიძის ფორმატით კი რუსეთი ცდილობს რომ საქართველოსთან მარტო დარჩეს, რათა მეტი ზეწოლის საშუალება ჰქონდეს:
"პიროვნებებს, რომელი წარმოადგენს ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას თუ პუტინის მთავრობას, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენთვის პრობლემატური ის არის, რომ ცდილობს რუსეთი გამოგვიყვანოს მათთან დიალოგის იმ ფორმატიდან, ეს დიალოგი აუცილებელია, ამას არავინ უარყოფს, სადაც ჩვენ მარტო არ ვართ რუსეთთან, სადაც მას ადვილად შეუძლია ხელი გადაგვიგრიხოს,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.