18 ნოემბერი 2024,   19:00
ვრცლად
"თუ მას სტატუსი არ აქვს და ისე არის მოჩენილი, ეს არანორმალური ვითარებაა" - ბოკერია კარასინი-აბაშიძის ფორმატზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია დიპლომატიურ პრობლემას და არანორმალურ ვითარებას უწოდებს ფაქტს, რომ თანამდებობის ცვლილების მიუხედავად, პრაღის ფორმატში რუსეთის წარმომადგენლად გრიგორი კარასინის დარჩა. ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებებში ერთნაირი სტატუსის ადამიანები უნდა მონაწილეობდნენ:

"რაც შეეხება სპეციფიკურად კარასინის საკითხს, აქ უბრალოდ დიპლომატიური პრობლემაა, თუ მას სტატუსი არ აქვს და ისე არის მოჩენილი, ეს არანორმალური ვითარებაა და წესით და რიგით ერთი და იგივე სტატუსის ადამიანები უნდა იყვნენ ჩართული, როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში ან რაიმე სხვა ფორმატი თუ არსებობს. თუმცა თქვენ იცით, რომ ჩემი და "ევროპული საქართველოს" პოზიციაა, რომ ამ ტიპის ყველა საუბარი ჟენევის ფორმატის ფარგლებში ჯობია რომ იყოს, თუნდაც ცალკე არხი იყოს, ოღონდ ეს ყველაფერი იყოს ამ ფარგლებში,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები