18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
მკვლელი აზარტული თამაშები - "სანდრო ბერაძის სახელობის კანონპროექტი"​ აზარტდამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად 

ეკა მუჯირი გარდაცვლილი სანდრო ბერაძის მეგობარია. 29 წლის სანდრო, რომლის სიკვდილის მიზეზიც, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გახდა,  სიცოცხლე სუიციდით ცხვარიჭამიის ტყეში დაასრულა. დღეს სანდრო ბერაძის მეგობრები აზარტდამოკიდებული ადამიანების დახმარებას და გარკვეული რეგულაციების დაწესებას ითხოვენ. ისინი აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაშიც ერთვებიან.

ინიციატივას რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ეკუთვნის "კამპანია სანდრო ბერაძისთვის" ჰქვია. ანა დოლიძის პეტიცია 4 ძირითადი მოთხოვნისგან შედგება:

აიკრძალოს 25 წლის ქვემოთ აზარტულ დაწესებულებებში მოქალაქეების შეშვება, ამოქმედდეს ცხელი ხაზი აზარტდამოკიდებულების დასახმარებლად და დაწესდეს რეგულაციები ტაქსებსა და ბილბორდებზე განთავსებულ რეკლამებზე. დოლიძე 10 000 ხმის შეგროვების შემდეგ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს.

მკვლელი აზარტული თამაშების მსხვერპლთა სტატისტიკის მიხედვით, ივნისის თვიდან დღემდე 17-მა ადამიანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. არასამთავრობო ორგანიზაცია "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი სტატისტიკა ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს გადაადგმევინებს.თამარ ჯაფარიძე პერმანენტულ აქციებსაც აანონსებს.

თებერვალში, ჯერ კიდევ 9 თვის წინ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა, თუმცა მაშინ მმართველმა გუნდმა აღნიშნული ინიციატივა ჩააგდო.

პრობლემას აღიარებს და კანონპროექტის შემუშავებას გეგმავს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე დღეს კანონპროექტის გამკაცრებას და რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი თავადაც შეიმუშაოს.

ანა დოლიძის ინიციატივა ახლა 10 000 ხმას ელოდება, შემდეგ კი "კამპანია სანდრო ბერაძის" წევრები საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებენ. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციები, თავად ანა დოლიძე და გარდაცვლილი სანდრო ბერაძის მეგობრები თამაშების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაერთიანდებიან.

დღის ამბები