23 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
"გავიგუდეთ" - ეკო-აქტივისტებმა რუსთავში საპროტესტო აქცია გამართეს

ეკო-აქტვისტებმა რუსთავში საპროტესტო აქცია სახელწოდებით "გავიგუდეთ" გამართეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქალაქში არსებული ინდუსტრიული გარემო, ეკოლოგიას აბინძურებს, რაც რუსთავში სხვადასხვა დაავადებებს და სიკვდილიანობას იწვევს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სპეციალური დეტექტორების გამოთვლებით რუსთავში, ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკები, დაშვებულ ნორმას 3.5 -ჯერ აღემატება. 

ეკოლოგები ბიზნესმენებისგან საწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას ითხოვენ.

დღის ამბები