27 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
გია უდესიანს უძრავი ქონებისა და სამეწარმეო წილების გამოძალვის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს

სისხლის სამართლის დევნა გია უდესიანისა და ზაზა გუგავას მიმართ გრძელდება. იმის გამო, რომ უდესიანი ძებნაშია, მის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დღეს ადვოკატს წარედგინა.

გამოძიების მიხედვით, 10 წლის წინ გია უდესიანის ორგანიზებით, რუსთაველის გამზირიდან ბიზნესმენი ემზარ ლიპარტელიანი გაიტაცეს, რომელსაც ქონება მუქარითა და ძალადობით გადააფორმებინეს.

საქმეში ფიგურირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანიც. მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ზეწოლა იარაღის მეშვეობით, ზაჰესში მდებარე საბაჟო ტერმინალში ხდებოდა.

დღის ამბები