13 სექტემბერი 2026,   15:14
ვრცლად
ახალგორში მძიმედ დაშავებული ქალის თბილისში გადმოყვანის უფლებას საოკუპაციო რეჟიმი ოჯახს ამ დრომდე არ აძლევს

ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ახალგორში დაშავებული თამარ გიგაურის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.

ცხინვალის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს დაშავებულის შესაბამის მკურნალობას. გიგაურის ოჯახის წევრების მოთხოვნის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი ქალის თბილისში გადმოყვანის საშუალებას ამ დრომდე არ იძლევა.

"ველოდები, რომ მოხდება მისი გადმოყვანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის საჭიროება დგას და ამას ითხოვს თვითონ დაშავებული ქალბატონიც, იქ არ არის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება,"- ამბობს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

60 წლის ქალი ორი დღის წინ, 7 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია ევროკავშირის მისია და წითელი ჯვარი.

დღის ამბები