გია უდესიანის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. უფლებადამცველის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები.
გია უდესიანს სასამართლომ ბიზნესმენის გატაცებისთვის, აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მის სიძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ფაქტი ათი წლის წინ მოხდა.
გია უდესიანს ახალი ბრალი ორი დღის წინ დაუსწრებლად წაუყენეს. ის ძებნაში იმყოფება.