10 სექტემბერი 2026,   22:59
ვრცლად
შესაძლებელია, იყოს შეთანხმებული მოქმედება, რომ საერთოდ არ შეიწყალონ დეკანოზი მამალაძე - კონსტიტუციონალისტების მოსაზრება

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს, მისი თქმით, ჯერ კრიტერიუმების შემუშავებას გეგმავს.

ზურაბიშვილის ამ განცხადებებს  კონსტიტუციონალისტები  ეხმაურებიან და არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი საქმის გაჭიანურებას ცდილობდეს.

"შესაძლებელია გარკვეული თვალსაზრისით იყოს დროის გაჭიანურების მცდელობა, რომ მას არ სურს ამ პასუხისმგებლობის აღება. ასევე შესაძლებელია, იყოს შეთანხმებული მოქმედება, რომ საერთოდ არ შეიწყალონ გიორგი მამალაძე," - აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა კოტე ჩოკორაიამ.

"ეს არის ერთადერთი კონსტიტუციური უფლება, რომლის შეზღუდვა კანონითაც კი არ შეიძლება. შესაბამისად, მსჯელობა და აპელირება, რომ კრიტერიუმები უნდა შეიმუშაოს, სამართლებრივ შინაარს მოკლებულია. ეს არის მაინიპულაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემით," - განაცხადა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" თავარმა სპეციალისტმა ლევან ალაფიშვილმა.

დღის ამბები