18 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
პროკურატურა მაკო გომურს წერილობით ეხმაურება

20 ინვისის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის დროს დაზარალებული მაკო გომურის განცხადებას, გენერალური პროკურატურა წერილობით პასუხობს.

უწყების ცნობით, აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა სტანდარტული პროცედურა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ, ცალკეული პირების მიმართ მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილეებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ 20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე მიღებული, შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ, საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული.

დღის ამბები