25 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
ქვიარ დრამის ნახვა მაყურებელმა საპროტესტო აქციის და პოლიციის გაძლიერებული მობილიზაციის ფონზე შეძლო

რამდენიმე საათში თბილისსა და ბათუმში ბოლო საპრემიერო დღე იწყება. ორივე ქალაქში ისევ დაანონსდა რადიკალური ჯგუფების მობილიზაცია.

გუშინ კი დაძაბული იყო ვითარება ბათუმსა და თბილისში. ქვიარ დრამის ნახვა, მაყურებელმა საპროტესტო აქციის და პოლიციის გაძლიერებლი მობილიზაციის ფონზე, მაგრამ მაინც შეძლო.

ჩვენების მეორე დღესაც შეძახილების ფონზე და პოლიციის კორდონის გავლით ტოვებდა მაყურებელი კინოთეატრ "ამირანს". რადიკალებს დარბაზში შესვლა არ უცდიათ, თუმცა გზის საპირისპირო მხარეს, საპროტესტო პლაკატებითა და მოწოდებებით, ფილმის დასრულებას ელოდნენ.

"და ჩვენ ვიცეკვეთ", შვედურ-ქართული ნამუშევრის ჩვენება, პრემიერიდან მეორე დღეს აღარ  გაუპროტესტებიათ "ქართული მარშის" წარმომადგენლებს. მიმდიბარე ტერიოტირაზე მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი და ის მოქალაქეები იდგნენ, ვისთვისაც ფილმი ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფაა.

სოციალური პრობლემის გადმოცემა და მაღალი დონის მსახიობთა ჯგუფი - ასე შეაფასა სკანდალური ნამუშევარი მაყურებელმა. 105 წუთიანი ფილმის ყველა სეანსზე დარბაზი სავსე იყო.

შეურაცხმყოფელი შეძახილებით და სტვენით მოუწიათ მაყურებლებს ფილმის ნახვა ბათუმშიც. კინოჩვენება "აპოლოში" პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სეანსის დასრულების შემდეგ შენობა მოქალაქეებმა პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.

ფილმის საპრემიერო ჩვენება დღეს დასრულდება. რადიკალები, რომლებიც ქართულ- შვედურ ნამუშევარს უკვე მესამე დღეა აპროტესტებენ, ქართულ კინოთეარებთან შეკრებას დღესაც გეგმავენ, ფილმის ჩვენების ლოკაციებზე უსაფრთხოების მიზნით რჩება პოლიციაც.

 

 

დღის ამბები