23 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებზე ხელი მიუწვდებოდა სასამართლოსთან და პროკურატურასთან დაახლოებულ პირებს - ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელიც  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაზარალებულია, გამოძიების ობიექტურად წარმართვას და საქმის დასრულებას ელოდება.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი იმედოვნებს, რომ ფარული კადრების გავრცელების პირველწყარო დადგინდება და მკაცრად დაისჯება.

"ეს არის სააკაშვილის დროინდელი ჩანაწერი. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა თავის დროზე, როცა დააკავეს რამდენიმე პირი. ეს მასალა, უკანონო ჩანაწერი, იყო სასამართლოშიც და პროკურატურაშიც. შესაძლებელია, ეს ხელმისაწვდომი ყოფილიყო იმ პირებისთვის, ვინც დაახლოებულია ამ უწყებებთან და ინსტიტუტებთან. ასე რომ, ხელმისაწვდომობის პრობლემა  ნამდვილად არ იყო. მთავარია გადაწყვეტილება ვინ მიიღო, თორემ ის, რომ არ მიუწვდებოდათ ხელი, ასეთი დაშვება საერთოდ არ მაქვს," - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 20 ბრალდებულს, რომლებიც გირაოთი არიან გათავისუფლებულნი, ვიდეოების მოპოვება-გავრცელება-შენახვას ედავებიან. საქმის განხილვა 2019 წლის 6 დეკემბრამდე გადაიდო. პერსონალური მონაცემებისა და პიროვნების საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნით, საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები