27 აპრილი 2024,   00:32
ვრცლად
პოლიტიკოსისათვის მერყეობა დამღუპველია - ხაშურის მაჟორიტარი თანაგუნდელებს აკრიტიკებს

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების"თავმჯდომარე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია მისი კოლეგების მერყეობა. როგორც ცნობილია, უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი, რომლებმაც, სულ რამდენიმე თვის წინ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, ახლა ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან.

"მაჟორიტარულის მომხრე ვიყავი, მაგრამ ზაფხულში განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ პროპორციულზე გადასვლა პოლიტიკურ პარტიებს ამ პროტესტის საფუძველს გამოაცლიდა, ამიტომაც მე ცალსახად დავდექი პროპორციული არჩევნების მხარეზე და ახლაც მხარს დავუჭერ. ზოგადად მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსისათვის მერყეობა დამღუპველია, თუ ისინი პოლიტიკაში ყოფნას აპირებენ, მათი ყოველი ნაბიჯი პროგნოზირებადი უნდა იყოს, მე არავის კონკრეტიზაციას არ ვახდენ. არის მაგალითად ბატონი კახა ოქრიაშვილი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო პროპორციული არჩევნების და მისი პოზიცია გასაგები იყო, მაგრამ ზოგადად ჩემთვის გაუგებარია მერყეობა, მე ამ საკითხში მერყევი არ ვიქნები,"- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაახლოებით 20 დეპუტატი ეწინააღმდეგება.

 

დღის ამბები