21 დეკემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"ოცნება" უნდა გამოვიდეს ილუზიიდან, რომ აქციებზე ხალხი არაა, მუხტი არ განელდება - ლევან თარხნიშვილი

"ევროპული საქართველოს" წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს ოპოზიციის მოთხოვნებს, საპროტესტო აქციები მასშტაბურ სახეს მიიღებს.

როგორც თარხნიშვილმა "კურიერს" განუცხადა, მმართველი გუნდი უნდა გამოვიდეს ილუზიიდან, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების რაოდენობა მცირეა.

"სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაარღვია პირობა და მგონი არავის არ აქვს ილუზია, რომ ეს მოხდა რაღაც ამბოხის გზით. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა არის მყარი, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, მეორე ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანი სისტემით, რომელიც დღევანდელ გამოწვევებს პასუხობს და ასეთი არის გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსია და გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვთ მთავორბის გადადგომასა და დროებითი მთავრობის შექმნას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ქუჩაშია გამოსული ჩვენი მოსახლეობა და ეს გაგრძელდება. ხვალ არის დანიშნული დიდი მიტინგი, რომელშიდაც ჩვენი პარტიაც იღებს მონაწილეობას და სხვა პოლიტკური პარტიებიც უერთდება ამ ყველაფერს. შესაბამისად, ეს მუხტი არ განელდება და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება საპროტესტო აქციებით. თავის დამშვიდება, რასაც ცდილობს "ქართული ოცნება", რომ თითქოს ხალხი გარეთ არ არის და ისინი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერები არიან, ეს არის თავის მოტყუება და რაც უფრო მალე გამოვლენ ამ ილუზიიდან მით უფრო უკეთესი იქნება," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

დღის ამბები