06 ოქტომბერი 2024,   08:56
ვრცლად
ჩათვალეთ, რომ მეც ვარ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ამ მიტინგის - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ახლა ის მომენტია, როდესაც უნდა დადგეს საკითხი, - ყველა ერთის წინააღმდეგ, საქართველოს გადასარჩენად.

"საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ახლა წყდება საკითხი თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების მომავლის.

დგება მომენტი ეროვნული ისტორიის, როდესაც უნდა დადგეს საკითხი - ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად.

თბილისში ხვალ 15:00 საათზე არის მიტინგი. ჩათვალეთ, რომ მეც ვარ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ამ მიტინგის. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. იცოდეთ ივანიშვილი არის ძალიან სუსტი. ის არის ახლა კუთხეში მომწყვდეული. ძალა ერთობაშია და ძალა არის ხალხში!

საქართველოში უნდა გათენდეს!" - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე.

დღის ამბები