აქციაზე პოლიტიკური პარტიები საკუთარ მარდამჭერებთან ერთად მსვლელობით მივიდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის წინ სხვადსხვა მხრიდან დაიძრნენ.
"ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "მოძრაობა ლელო" და "გირჩი" - ოთხივვე პოლიტიკური ძალა სამ საათზე აქციას შეუერთდა.
ხელიხელ ჩაკიდებული, სინქრონში და ერთიანი, მთავარი ხაზის დაცვით საპროტესტო სვლა დაიწყო. ისევ რუსთაველზე და ისევ პარლამენტთან. 2019 წლის დღევანდელ დღეს.
მანამდე იყო მანქანების კოლონებით დაძრული პროტესტი. მთავარი სათქმელით და თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის გამაერთიანებელი მთავარი ამბით - ყველა ერთად ერთის წინააღმდეგ! აქცია პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.
"ლელოელები" ყვითელ კვამლში გაეხვნენ და აქციის მონაწილეებს ოპერის თეატრიდან შეუერთდნენ. ლიდერებიცა და მომხრეებიც, წინასწარ საგანგებოდ მომზადებული საპრომოციო მასალებით რუსთაველზე გამოცხადდნენ და პარლამენტისკენ ერთად დაიძრნენ.
"გირჩმა" საკუთარ მომხრეებს ბესიკის ქუჩაზე მოუხმო, თითოეულ მათგანს სამოტივაციო და სამოქმედო ინსტრუქტაჟიც ჩაუტარა და პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას რუსთაველის გამზირზე შეუერთა.
ვისაც ყველაზე მეტად ეჩქარებოდა თადარიგიც დაიჭირა და სისხამ დილით გაეშურა შეკრების მთავარ ლოკაციაზე. სამეგრელო ამ მხრივ დაწინაურდა. იმერეთის მომხრეები ორგანიზებულად, კახეთიდან კი კოლონა სამოქმედო გეგმის მიხედვით დაიძრა.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან და დედაქალაქიდან გაერთიანებული თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით და სამოქალაქო აქტივისტებით, მასშტაბური საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან ზუსტად 15 საათზე დაიწყო.