კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რის შედეგადაც მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს.
დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დამატებით ინფორმაციას "კურიერი" უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.