24 აპრილი 2024,   21:18
ვრცლად
ჰიტლერის სახლში პოლიციის განყოფილება გაიხსნება

სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნება. გადაწყვეტილება ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუს მერიამ მიიღო.

ჰიტლერის სახლთან ნაციონალ-სოციალიზმის მომხრეები აქციებს პერიოდულად მართავდნენ, რომლებიც დაკავებებით მთავრდებოდა.

ახლა პოლიციაში მიიჩნევენ, რომ ნაციონალისტებს ამის სურვილი აღარ ექნებათ. ქალაქის ცენტრში ჰიტლერის მშობლიურ სახლში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯერ ბიბლიოთეკა, შემდეგ სკოლა და კულტურული ცენტრი იყო. ბოლო პერიოდში შენობის საერთოდ დანგრევასაც კი გეგმავდნენ.

 

 

დღის ამბები