25 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრები ლიკვიდირებულია. ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთდროულად, დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხანძრის 7კერა იყო.

იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი. მესტიაში, სოფელ ცხუმარში დამთავრდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე რჩებიან მცირე ჯგუფები, რომლებიც ღამის განმავლობაში მონიტორინგს განახორციელებენ.

სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან 50-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული​. ხანძარი ლიკვიდირებულია ლენტეხის სოფელ გვიმბრალასთან.

მაშველებმა ცეცხლი ასევე - ონის, ამბროლაურისა და მარტვილის რამდენიმე სოფელში ჩააქრეს.

დღის ამბები