"ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელი თორნიკე დიასამიძე, რომელიც სამართალდამცველებმა მცხეთაში, ცოტა ხნის წინ, სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, პოლიციიდან ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.
თორნიკე დიასამიძის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.