სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან "დაბოქლომების" აქცია დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. აქტივისტების განცხადებით დაკავებულია საპროტესტო აქციის 7 მონაწილე, მათ შორის არის ლეიბორისტული პარტიის წევრი ბექა ნათელაშვილი.
"სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილმა ესენი გადააქცია პირად დაცვად, არ შერჩება ივანიშვილს ეს უკანონო დაკავებები, ჩვენ ვერ დაგვაშინებს, ამით საპროტესტო ტალღა უფრო და უფრო გამწვავდება," -განაცხადა აქციის მონაწილემ.