დღეს გახდება ცნობილი რა სახის აღკვეთის ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო "ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული პირების მიმართ.
მოძრაობა "შეცვალეს" სამ წევრს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ორგანიზაციის წევრების თქმით, დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა - ამის მიზეზი კი მათი მხრიდან გამოთქმული პროტესტია.
"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ტიტე გედენიძე, გასულ კვირას სამართალდარღვევის არ არსებობის გამო, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.