"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის წევრებს ქობულეთის მერიასთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც პარტიაში ამბობენ, 4 წევრი დილით თბილისში დაგეგმილ აქციაზე მიემგზავრებოდა. ადგილზე მისულებს კი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დახვდნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურავყოფა მიაყენეს.
"9 საათზე მისულებს მერიის შენობის წინ დაგვხდა, მერის, მირიან ქათამაძის მიერ ორგანიზებული ტიტუშკები და პოლიციის მრავალრიცხოვანი ეკიპაჟი.თავდაპირველად დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება, შემდეგ კი ფიზიკურ აგრესიაზე გადმოვიდნენ.მჩვენ გავაგრძელეთ გზა დედაქალაქისკენ, უფრო მნიშვნელოვან საქმეზე და მირიან ქათამაძე თავისი “ტიტუშკებით“ დავტოვეთ ქობულეთში," - განაცხადა "კურიერთან" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბონდო თედორაძემ.