18 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
30-მდე პარტიის ლიდერი ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობს

30-მდე პარტიის ლიდერის ხელმოწერილი დოკუმენტით,  ოპონენტები ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობენ. აღნიშნული ინიციატივა ე.წ. გერმანულ მოდელზეა დაფუძნებული, რომელიც მაჟორიტარული მანდატების პროპორციულად გადანაწილებას ითვალისწინებს. 

შემუშავებული ვერსიით, პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა იმაზე მეტი მანდატი ვერ უნდა მიიღოს, ვიდრე არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლით დაფიქსირდება. ცვლილებები პროპორციულ არჩევნებში 3%-იან ბარიერსაც ითვალისწინებს.

აღნიშნული მოდელი განსახილველად  ვენეციის კომისიას და ODIHR-ს გადაეგზავნება. 

დღის ამბები