14 სექტემბერი 2026,   12:31
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა პანკისში - დაკავებულებს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარედგინოთ

პანკისის სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარედგინოთ. მოგვიანებით კი მათთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

პარალელურად, ქავთარაშვილების ოჯახი დაპირისპირებულ, მუთოშვილების გვართან მოლაპარაკებას გეგმავს, პანკისის ხეობაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ახლობლები, თუმცა დეტალები არ კონკრეტდება.

კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში ჩართულები არიან უხუცესები და ხეობის სხვა გავლენიანი პირებიც.

ქავთარაშვილები ასევე უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ჰესები ან საგვარეულო კონფლიქტია. 27 ნოემბერს მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ერთი ადამიანი შეეწირა, სამი დაიჭრა - პოლიციამ 2 პირი დააკავა.

დღის ამბები