"საშინელებაა, ხელისუფლება თავის გადასარჩენად ხალხს იყენებს"- ასე აფასებს ქუთაისსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი გოგი წულიაია.
წულაიას განცხადებით, ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა.
"სამოქალაქო ომის ზღვარზეა ქვეყანა, ნუ დააპირისპირეთ ხალხი ერთმანეთს, ეს არ მოიტანს კარგ შედეგს. ძლივს გამოვედით 90-იანი წლების პრობლემებიდან და იქ ნუ დაგვაბრუნებთ. ორპოლუსიანი არჩევნებისთვის ხალხს ნუ იფარებთ. ცოცხის და კვერცხის ფული თუ გაქვთ, ცოცხი დამლაგებლებს დაურიგეთ და კვერცხი გაჭირვებულ ადამიანებს,"- განაცხადა გოგი წულაიამ.