18 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
უგულავამ და გაბაშვილმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს - ოპოზიციონერი ლიდერების გამოკითხვა დასრულდა

"ვროპული საქართველოს" წევრებზე, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე, განხორციელებული თავდასხმის თაობაზე 5-საათიანი გამოკითხვა დასრულდა. 

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, რომ ექსპერტიზაზე უარი თქვეს, რადგან გამოძიებას არ ენდობიან. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელებიც დაკითხა, თუმცა ისინი გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები