18 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
მოზარდებზე მოძალადე 33 წლის მამაკაცი - არასრულწლოვნები დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი გახდნენ

დღეს "კურიერისთვის" ცნობილი გახდა მძიმე დანაშაულის შესახებ, რომლის მთავარი ფიგურანტი უკვე დაკავებულია.

მოზარდებზე 33 წლის მამაკაცი ძალადობდა. მას სავარაუდოდ თანამზრახველებიც ჰყავს. გამოძიებისთვის უკვე ცნობილია რამდენიმე არასრულწლოვანი ბიჭი, რომლებიც დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი გახდნენ.

საქმეში დევს კონსპირაციული ბინების მისამართები, ფარული თვალთვალის შედეგები და ტელეფონის ნომრები.

თითქმის 2 თვიანი ფარული მოსმენისა და თვალთვალის შემდეგ კი, საქმეში 33 წლის ახალგაზრდა მამაკაცის კავშირი გამოიკვეთა, რომელიც არასრულწლოვან ბიჭებთან სექსუალურ კავშირს, მათ შორის იძულებითაც ამყარებდა.

სახლში, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, გამოძიების ვერსიით, დანაშაულში მხილებული პირი ცხოვრობდა. ასევე ეს არის მისამართი, რომელიც სექსუალური ხასიათის დანაშაულის ეპიზოდს ეხება.

თბილისის ერთ-ერთ უბანში ,მოქალაქე ზ.ე.-მ საკუთარ სახლში სექსუალური კავშირი დაამყარა 15 წლის ბიჭთან, რომელიც კონკრეტულ მისამართზე სოციალური ქსელით გაცნობის შემდეგ მიიყვანა.

დანაშაულის ადგილზე საუბარი არავის სურს. მძიმე ამბის დეტალებზე "კურიერმა" კითხვა დაკავებულის ოჯახსაც დაუსვა, თუმცა უშედეგოდ.

გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოიკვეთა, რომ სავარაუდოდ, ზ.ე. მარტო არ მოქმედებდა და მასთან ერთად არასრულწლოვნებთან იძულებით სექსუალური კავშირის დამყარებას სხვა პირებიც ცდილობდნენ. ეს ვერსია გაჩნდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი დაზარალებული მეგობრებთან ერთად გაგარინის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს.

მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მოზარდებთან ჩადენილი დანაშაულის შემსწრე ბევრია.

ერთ-ერთი მსხვერპლი კი ყვება, რომ დაკავებულთან და მის გარემოცვასთან კონტაქტი სოციალური ქსელით დაამყარა. 15 წლის ბიჭს, გაეცნენ ქალბატონის სახელით და შეხვედრაზე კონკრეტულ მისამართზე დაიბარეს.

ბრალდებულმა გამოძიებასთან ნაწილობრივ ითანამშრომლა. დაკითხვის დროს განმარტა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ალკოჰოლურ სასმელში მარიხუანა ჩაუყარა, რაც რეალობას აცდენილია.

ბინების ჩხრეკის დროს ამოღებულია ასევე პისტოლეტი 13 ვაზნით, 21 მეხსიერების ბარათი. ფოტო და ვიდეო აპარატები და ხმის ჩამწერი მოწყობილობაც.

გამოძიებამ დალუქა პაკეტი, რომელშიც დაუდგენელ მოყავისფრო ფხვნილთან ერთად, 10 ერთეული ტაბლეტი იყო მოთავსებული.

დღის ამბები