25 აპრილი 2024,   05:28
ვრცლად
ჩოხატაურში ავტომობილი ხევში გადავარდა

ავტოავარია ჩოხატაურში - ავტომობილი ხევში გადავარდა. ავტოავარია ცოტა ხნის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილ სამშობიარო სახლთან მოხდა.

ავტომობილი, რომელსაც მუხრუჭებმა უმტყუნა, ხევში გადავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იჯდა.

ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები