27 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები აინთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო. უკვე განათებულია რობაქიძის, წერეთლის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გურამიშვილის გამზირები, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასლისა და ლეონიძის ქუჩები.

უახლოეს პერიოდში საახალწლო განათებები  დედაქალაქის სხვა გამზირებსა და ქუჩებზეც აინთება.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი სრულიად ახალი დიზაინით და განათებებით მოირთო, უკვე არსებული ილუმინაციები კი, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა. 

დღის ამბები